ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ 2018-03-22T19:15:45+00:00

კახა ზარნაძის სახელობის “ქართული საბრძოლო ხელოვნების აკადემია ხრიდოლი”

რა არის ხრიდოლი? 

ხრიდოლი წარმოადგენს საქართველოში საუკუნეების მანძილზე გავრცელებულ სხვადასხვა საბრძლო სისტემების კრებით სახელს.

რა სახეობები იყო გავრცელებული ისტორიულად საქართველოში?

უიარაღოდ ბრძოლის სახეობანი:

ჭიდაობა                                               

  • ქართლ-კახური (იგივე ქართული ჭიდაობა) ჭიდაობა, ცალხელა ჭიდაობა, მკერდაობა, მოშ და მოშ – ხევსურული ჭიდაობა, მუქასრისა, იღლიღორა – მთიულური სახეობაა, ღოჯური ჭიდაობა, ლიბრგიელ, ღორული ჭიდაობა, ჭედობა, მატეკრობა, მაჯურა

   კრივი
ქალაქური კრივი, ხრიდოლი კრივი, ლივიშდიელ – სვანეთში გავრცელებული კრივი, რაჭული წიხლაობა – როგორც სვანური აქაც ფეხის დარტყმებია წამყვანი, ლიჯგუბილ – ასევე სვანური სახეობა, ხელების გამოყენებით მიმდინარეობს ბრძოლა, სარდასტი კრივი, თუშური მუშტაობა და სხვა ქვესახეობები.

იარაღით ბრძოლის სახეობანი:

ხევსურული ფარიკაობა, სათითეებით ბრძოლა, ხითკირია, სვანური ხანჯლაობა, მუჯრა (მიჯვრა) …..

ვინ ვართ ჩვენ?  

კახა ზარნაძის სახელობის “ქართული საბრძოლო ხელოვნების აკადემია ხრიდოლი”. ორგანიზაცია კახა ზარნაძის სახელობისაა – პიროვნების რომელმაც მეოცე საუკუნის 80 იანი წლების ბოლოს, პირველმა დაიწყო ქართუი საბრძოლო სისტემების მოძიება  და შემდგომ 90 იანი წლების დასაწყისში დააფუძნა ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია “ხრიდოლი”, შემდგომ მუშაობდა ქართული სამჭედლო საქმის აღდგენაზე. გარდაიცვალა 2007 წელს.

პარტნიორი კომპანია:  https://www.alservice.ge/